ბესელიას ვაჟი „სქაი ბართან“ ფოთის მერიის „პრადოთი“ იმყოფებოდა? -„ექსპრესნიუსის“ მოკვლევის დეტალები

Image

ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ მთავარმა რედაქტორმა ირაკლი მანაგაძემ „სქაი ბარში“ დიჯეი დაჩი დარჩიას მკვლელობასთან დაკავშირებით დაანონსებული ჟურნალისტური მოკვლევა დაიწყო. მის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ძირითადი აქცენტი კეთდება იმ საკითხის გარკვევაზე, არის თუ არა მკვლელობასთან კავშირში საქართველოს პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას ვაჟიშვილი რატი მილორავა.

 

ამ თემაზე მუშაობისას „ექსპრესნიუსმა“ ბევრი საინტერესო დეტალი გაარკვია. „აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან „კავშირი რატი მილორავას, მოკლულ დაჩი დარჩიას და ფოთის მერიის ავტომობილს შორის“:

 

„...არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილ მიშა გრძელიშვილს თან ახლდა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შვილი რატი მილორავაც. თავად ეკა ბესელია ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

 

აღნიშნულ საქმეზე „ექსპრესნიუსმა“ ჟურნალისტური მოკვლევა ჩაატარა.

 

დეპუტატი ეკა ბესელია ირწმუნება, რომ მკველელობის დღეს რატი მილორავა ბიძამისთან ერთად, ქობულეთში სასტუმრო „ჯორჯიან პალასში“ იყო. „ექსპრესნიუსი“ სასტუმროს მიმღებს, მოგვიანებით კი ადმინისტრაციას დაუკავშირდა. ადმინისტრაციაში და მიმღებში აცხადებენ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მოქალაქე რატი მილორავას არც ნომერი დაუჯავშნია და არც სასტუმროს სტუმარი ყოფილა.

 

საპირისპიროს მტკიცება დაიწყო ეკა ბესელიას დამ, კომპანია „აირზენას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ცირა ბესელიამ. მისი თქმით, რატი მილორავა მასთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად სასტუმრო „ოაზისში“ ისვენებდა.

 

აღნიშნულ სასტუმროში მართლაც ისვენებდნენ დეპუტატის დედა, უმცროსი ქალიშვილი და ცირა ბესელიას ვაჟიშვილი, თუმცა რატი მილორავა მათთან ერთად არ ყოფილა.

 

„ექსპრესნიუსს“ სასტუმროს ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ მათ აგვისტოს თვეში არ ჰყოლიათ სტუმარი რატი მილორავა.

 

ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსმა“ გაარკვია, რომ ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ დაურეკა ფოთის არჩეულ მერს ირაკლი კაკულიას, რომელსაც მერიის კუთვნილებაში არსებული ავტომობილი, „TOYOTA PRADO“ სახელმწიფო ნომრით BBT 880 სარგებლობა სთხოვა. მოწოდებული ინფორმაციით, რატი მილორავას მანქანა გაუფუჭდა და მეგობრებთან ერთად, თბილისში გამოსამგზავრებლად, დედას დახმარება სთხოვა.

 

ფოთის ვიცე–მერი გიორგი მოისწრაფაშვილი ადასტურებს, რომ ავტომობილი თბილისში იმყოფებოდა, თუმცა იგი ამბობს, რომ „TOYOTA PRADO“ მძღოლმა, თბილისში პროფილაქტიკაში შესაკეთებლად წამოიყვანა. თავის მხრივ, მძღოლი უარყოფს, რომ ავტომობილით თბილისში იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით მან ტელეფონი გამორთო და ჟურნალისტის კითხვებს ვერ უპასუხა.

 

საინტერესოა რამდენიმე დეტალი: ავტომობილი, „TOYOTA PRADO“ ნომრით BBT–880 ხუთ წელზე მეტია, ფოთის მერიას ემსახურება, ამ შემთხვევაში კი მერიამ უნდა გამოაცხადოს ტენდერი, მანქანის შეკეთებაზე და შემდეგ შეარჩიოს პროფილაქტიკა. ასევე, კანონის მოთხოვნით, შერჩეულ პროფილაქტიკასთან უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება. ფოთის მერიას არც ტენდერი გამოუცხადებია და, ვიცე–მერის თქმით, არც ხელშეკრულება გაუფორმებია, რომელიმე პროფილაქტიკასთან.

 

„ექსპრესნიუსის“ კითხვას, ისარგებლა თუ არა ეკა ბესელიას ვაჟიშვილმა ფოთის მერიის კუთვნილი ავტომობილით, გაღიზიანებული უარყოფს ფოთის მერი ირაკლი კაკულია. როგორც მან თქვა, ავტომობილი არის მერიის ბალანსზე და დგას მერიაში.

 

„თბილისში მძღოლი გამოვუშვით, რომ შეემოწმებინა მისი ტექნიკური მდგომარეობა“,–აცხადებს მერი.

 

არსებობდა თუ არა ხელშეკრულება პროფილაქტიკასთან მერს ამის შესახებ ან ინფორმაცია არ აქვს ან, როგორც თავად ყვება, დეტალებს მედიასთან ვერ იტყვის. ირაკლი კაკულია ასევე, ვერ ადასტურებს, რომ ეკა ბესელიას პირადი სარგებლობისთვის მანქანა ათხოვა.

 

საპირისპიროს ამტკიცებს ფოთში ბაზირებული საინფორმაციო პორტალის „tspress.ge“–ს მთავარი რედაქტორი ელისო ჯანაშია. როგორც მან „ექსპრესნიუსს“ უთხრა, ფოთის მერმა პირადი სარგებლობისთვის მართლაც ათხოვა ბესელიას ავტომობილი, რომლითაც მისი შვილი რატი მილორავა გადაადგილდებოდა.

 

„ათ დღეზე მეტია, მანქანა ფოთში არ იმყოფებოდა. ეკა ბესელიას მანქანა სამსახურებრივ რემონტზეა და მერს „TOYOTA PRADO“ თხოვა. მერმა თხოვნაზე უარი არ უთხრა და ავტომობილი პირად სარგებლობაში გადასცა. მერი როცა აცხადებს, რომ თბილისში პროფილაქტიკაზე გვყავდაო, არის სიცრუე, რადგან მერიის ბალანსზე აღნიშნული ავტომობილი ხუთ წელიწადზე მატია ირიცხება. ამ შემთხვევაში მერიას უნდა გამოეცხადებია ტენდერი და დაედო ხელშეკრულება გამარჯვებულ პროფილაქტიკასთან, რაც არ მომხდარა“,– აცხადებს ელისო ჯანაშია.

 

ავტომობილი „TOYOTA PRADO“ სახელმწიფო ნომრით BBT–880 15 აგვისტოს „სითი პარკმა“ დააჯარიმა თბილისში ყაზბეგის გამზირზე არასწორი პარკირებისთვის. აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა კომპანიის საიტზეც.

 

მკვლელობის ერთ–ერთი თვითმხილველი თეონა დ. ამბობს, რომ  რატი მილორავა „Sky Club”-ში „TOYOTA PRADO“ მარკის ავტომობილით იყო, თუმცა თვითმხილველს ნომერი არ დაუმახსოვრებია.

 

“სქაი ბარის” ერთ-ერთი  მეპატრონე და დირექტორი დავით კვირტია აცხადებს , რომ დაჩი დარჩიას და მკვლელობაში ეჭვმიტანილს შორის კონფლიქტი “სქაი ბარში” არ დაწყებულა.

 

როგორც დავით კვირტიამ განაცხადა, დაჩი დარჩია “სქაი ბარში” უკრავდა და მკვლელობის დღესაც ჩვეულებრივად დაუკრა, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ კი წავიდა.

 

„ექსპრესნიუსის“ ინფორმაციით, მკვლელობაში ეწვმიტანილი სხეულის დაზიანებისთვის მატროსოვის ციხეში სასჯელს იხდიდა და მოგვიანებით შეწყალებით იქნა გათავისუფლებული.

 

თვითმხილველი თეონა დ. აცხადებს, რომ მკვლელობის ჩადენის შემდეგ მასთან რამდენიმე ადამიანი მივიდა და დიდხანს ისაუბრეს, რის შემდეგაც კლუბის მეპატრონებ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა, რის მიხედვითაც დაჩი დარჩიასა და მიშა გრძელიშვილს შორის კონფლიქრი კლუბში არ დაწყებულა.

 

ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებთან დავით კვირტია ამბობს, რომ მკვლელი ვინმე „გიორგი“ იყო.  მკვლელობაში ეჭვმიტანილს კი მიხეილი ჰქვია.

 

„ექსპრესნიუსის“ კითხვაზე, იცნობს თუ არა, კვირტია რატი მილორავას სახეზე, იგი პასუხობს, რომ არ იცნობს და არც არასოდეს უნახავს.

 

მკვლელობაში ეჭვმიტანილი მიშო გრძელიშვილი გათავისუფლდა ამინისტიიც შედეგად 2013 წლის 9 იანვარს. იგი მსჯავდებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ქურდობას გულისხმობს, ამინისტიის კანონის შესაბამისად კი 177 მუხლის 1–ელი ნაწილი მას სრულ ამინისტიას დაექვემდებარა.

 

აღნიშნული ამინისტიის ავტორი და სულისჩამდგმელი დეპუტატი ეკა ბესელია მისი შვილის რატი მილორავას მკვლელობასთან რაიმე შეხებას უარყოფს.

 

ეკა ბესელია აცხადებს, რომ მისი შვილი, თვეებია, თბილისში არ იმყოფება და შესაბამისად, იმ ღამეს ბარში ვერ იქნებოდა. ბესელია გავრცელებულ ინფორმაციას უნამუსო ტყუილს უწოდებს და აცხადებს, რომ ადამიანების გარკვეული ჯგუფი მისი ოჯახის წევრებისთის შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობს.

 

“ჩემი შვილი თბილისში არაა უკვე რამდენიმე თვეა, ბოლო კვირაა ქობულეთში ისვენებს. დედაქალაქში ფიზიკურად არ ყოფილა ამ შემთხვევის დროს. ვიღაცები სრულიად უსაფუძვლოდ ცდილობენ ჩემი ოჯახის შეურაცხყოფას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

„ექსპრესნიუსმა“ დეპუტატს რამდენიმე კითხით მიმართა, თუმცა მან კომენტარზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ კითხვები წერილობითი ფორმით მიგვეწოდებინა, შემდეგ კი მედიას ურჩია, რომ მის ფეისბუქზე გამოქვეყნებული სტატუსი გამოეყენებიათ.

 

ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსი“ დაჩი დარჩიას მკვლელობის თემაზე ჟურნალისტურ მოკვლევას აგრძელებს.

 

ირაკლი მანაგაძე, "ექსპრესნიუსი"

 


ფოტოზე:  რატი მილორავა

dachi-rati.jpg

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !