-
2014-08-24 10:42
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლომ გირაოს სახით 20 000 ლარი შეუფარდა.
ასევე სდსს–ს ყოფილი უფროსი ათ დღეში ერთხელ სამართალდამცავ უწყებაში უნდა გამოცხადდეს.
პროკურატურა ჯანაშიასთვის გირაოს სახით 100 ათასი ლარის დაკისრებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა..
შეგახსენებთ, სდსს-ის ყოფილ უფროსს პრეკურატურა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გაფლანგვას ედავება.