
როგორც „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლის ძმა, ზურაბ კიწმარიშვილი აცხადებს, ოჯახი შეკვეთილი მკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავს.
„ბევრი მიზეზით შეიძლებოდა მოეკლათ ეროსი. ჩვენ შეკვეთილი მკვლელობის ვერსიასაც არ გამოვრიცხავთ. ცნობილია, რომ იარაღის ვაზნებიანი ყუთი მანქანის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გამოყენებულია ავტომატური იარაღი, რომელშიც ერთი გასროლის შემდეგ ვაზნის მომზადება ხდება ავტომატურად. როგორც ვიცი, ასეთ მდგომარეობაში ამოიღეს იარაღი, ანუ მეორე ტყვია მზად იყო.
სავარაუდოდ, მკვლელი ეროსის უკან უნდა მჯდარიყო, მაგრამ არის ნიუანსები, რაზეც მუშაობაა საჭირო.
სისხლის კვალი, მიკრონაწილაკების ექსპერტიზა და სხვა დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია“, - აცხადებს ზურაბ კიწმარიშვილი.
„კვირის პალიტრა“