
თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ორბეთში სამი დღის წინ მომხდარ მკვლელობაში სოფლის რწმუნებულის ძმას, სერგო ბექაურს ადანაშაულებენ. მას გოგონას გაუპატიურებაშიც სდებენ ბრალს. კახა ბექაური ნასამართლევია და საპატიმრო მან ამნისტიის შედეგად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა.
დაპირისპირება რწმუნებულს, რწმუნებულის ძმასა და სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის, როგორც ადგილობრივები „რუსთავი 2“-თან საუბრისას ჰყვებიან, მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ სერგო ბექაურმა თანასოფლელი 14 წლის გოგონა გააუპატიურა. მათი თქმით, მიხეილ წიკლაური დაპირისპირების დროს მოკლეს.
სერგო ბექაურს სამართალდამცველები ეძებენ, რწმუნებულს კი უფლებამოსილება შეჩერებული აქვს. ბექაურების დედა მომხდარს უარყოფს და ბრალს აცხადებს, რომ მკვლელობა დაზარალებულის მხარემ გამოიწვია.
ამავე დროს, ინციდენტის მონაწილე ძმები სარელაშვილები მომხდარს დეტალურად იხსენებენ და ერთი მათგანი - კახა სარელაშვილი ამბობს, რომ წიკლაურს დანა სწორედ სერგო ბექაურმა ჩაარტყა.