-
2014-05-16 16:13
გუშინ ღამით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ჩოჩხათის თემში, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. ამის შესახებ გამოცემა „გურიანიუსი“ იტყობინება.
წაღებულია სეიფი, რომელშიც თითქმის 4 ათას ლარამდე თანხა ინახებოდა. ყაჩაღობის ფაქტს „გურიანიუსთან“ საუბარში დასტურებს ჩოჩხათის თემის რწმუნებული ალეკო სარიშვილი: "დღეს, დილით დამირეკა ფილიალის თანამშრომელმა და თანხის გატაცების შესახებ მაცნობა. თანხა სეიფიანად არის წაღებული. ფილიალი გამგეობის ადმინისტრაციული ორგანის შენობაშია, ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება", - გვითხრა სარიშვილმა.