რატომ დატოვა სააპელაციო სასამართლოს სხდომა ვანო მერაბიშვილმა

Image

ივანე მერაბიშვილმა სააპელაციო სასამართლო პროტესტის ნიშნად დატოვა, მისივე განცხადებით, ის სხდომებს აღარ დაესწრება. როგორც სასამართლოზე გახდა ცნობილი, პატიმრობაში მყოფ მერაბიშვილს 26 მაისის მოვლენებზე განაჩენი არ ჰქონდა წაკითხული. მან მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა რუსული არხის ინტერესების დამცველს შეადარა.

 

 

„უნდა გამოგიტყდეთ, რომ განაჩენი არ წამიკითხავს და კიდევ კარგი, არ წავიკითხე... ეს განაჩენი არის სრული სირცხვილი, სასამართლომ და მოსამართლემ არ გაიზიარა ლიტველების და ენდიაის დასკვნა და დაუჯერა ნინო ბურჯანაძეს, ანუ ხარჩილავამ უკანონობა დააკანონა, დააკანონა რუსული აგრესია და ის მოსამართლეები, ვინც მას მხარს დაუჭერენ, მზად არიან, ყველაფერზე მოაწერონ ხელი.

 

მათ არ გააჩნიათ არც სინდისი და არც ნამუსი. მე ვარ შეურაცხყოფილი ასეთი განაჩენის გამოტანით, არ წამიკითხავს და კიდევ კარგი, არ წავიკითხე! ეს არის ხელმოწერა რუსული პროპაგანდის! მე აღშფოთებული ვარ, თუ რა დაწერა აქ მოსამართლემ.

 

არაფერი მაინც არ დაეწერა და ისე ეთქვა, რომ ვანო მერაბიშვილი დამნაშავეა, ამას გავიგებდი, მაგრამ როცა ამას წერ, ეს არის უნამუსობა და უსინდისობა. ჩემს საკანში, სადაც ტელევიზორი მიდგას არცერთი საერთაშორისო არხი არ არის და ამიტომ წიგნს ვკითხულობ” – განაცხადა მერაბიშვილმა.

 

მან პარალელი გაავლო უკრაინისა და 26 მაისის მოვლენებს შორის და აღნიშნა,რომ მოსამართლეები რუსული გრუ-ს ინტერესებს იცავენ და ო-ერ-ტე-ს გმირებს გვანან. მერაბიშვილი დღეს პეტიაშვილის ქუჩაზე, ხერხეულიძის დაჭრის ფაქტს გამოეხმაურა:

 

"დღეს ჩემს მეგობარს ესროლეს, მე მინდა ავღნიშნო, რომ ყველაზე დაცული ვარ, ასევე მინდა გითხრათ მოსამართლეებო,რომ დატოვეთ ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მე მზად ვარ ვიჯდე ციხეში” – განაცხადა მერაბიშვილმა და დარბაზი დატოვა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !