-
2014-05-14 21:43
სააპელაციო სასამართლოში 26 მაისის მოვლენებზე ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი დღეს დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა წარმოსთქვა.
შემდეგი პროცესი 27 მაისს 16:30 საათზე ჩაინიშნა. პროცესის დასრულების შემდეგ დაცვისა და ბრალდების მხარემ ჟურნალისტებთან განცხადებები გააკეთეს.
მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილი 26 მაისის მოვლენებზე რუსეთის ინტერესების აღკვეთისთვის ზის ციხეში , და პარალელი გაავლო უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალდების მხარეს, პროკურორი ჯარჯი წიკლაური იმედს იტოვებს, რომ სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
"ზონანიუსი"
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-09-18 10:04
-
2016-05-18 22:27
-
2016-04-18 01:30
-
2016-02-08 13:30