-
2014-05-11 09:36
საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება 10 მაისს "რუსთავი-2"-ის გადაცემაში "განსხვავებული აქცენტები" გამოქვეყნებულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით. ამის შესახებ უწყების ვებ-გვერდზეა ნათქვამი.
"2014 წლის 10 მაისს, ტელეკომპანია რუსთავის 2-ის ღამის ეთერით გამოქვეყნებული კერძო საუბრების ჩანაწერებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მესამე ნაწილით, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-09-18 10:04
-
2016-05-18 22:27
-
2016-04-18 01:30
-
2016-02-08 13:30