
ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული საჯარო განცხადების საფუძველზე, პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაიქვემდებარა სისხლის სამართლებრივი საქმე.
როგორც დადგინდა, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა 2010-11 წლებში მასიურად შეიძინა უკანონო მიყურადების სპეციალური აპარატები, რაც უწყებიდან დაიკარგა.
პროკურატურა აცხადებს, რომ შესაძლოა, იმ დროს შეძენილი აპარატურით ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები და მათ გავლენას დაქვემდებარებული პირები სარგებლობდნენ.
უწყების განცხადებაში ნათქვამია:
„როგორც თქვენთის ცნობილია, 2014 წლის9 მაისს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ იქნა საჯარო განცხადება, რა დროსაც იგი საზოგადოებას დაპირდა, რომ გაასაჯაროებდა მოქმედ მაღალჩინოსანთა პირადი საუბრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებს.
მოგახსენებთ, რომ უკანონო მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით უკვე არსებობს სისხლის სამართლის საქმე, სადაც აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება. აღნიშნულთან დაკავშირებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდიანრე, დღეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფიდან დაიქვემდებარა სისხლის სამართლის საქმე, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღევის ფაქტზე და მასზედ გამოძიებას პროკურატურა აქტიურად გააგრძელებს.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელთა ჩვენებებით დგინდება, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელბის მიერ 2010-2011 წლებში, ადგილი ჰქონდაფარული ხარჯებით, არაოფიციალურად, ფარული მოსმენა-მიყურადებისთვის განკუთვნილი სპეციალური, პორტატულიაპარატურის უკანონო შეძენას, რომელსაც ისინი იყენებდნენ კერძო საუბრების ჩასაწერად მათი კომპრომატების სახით გამოყენების მიზნით.
ჩატარებული გამოძიებით ასევე დგინდება, რომ უკანონოდ შეძენილი სატელეფონო და ფარული ვიდეო მიყურადებისთის განკუთვნილი სპეციალური პორტატული ტექნიკის დიდი ნაწილი დაკარგულია. არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ აღნიშნული ტექნიკით სარგებლობს ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი პირები. საზოგადოებას გვინდა ვაუწყოთ, რომ გამოძიება მუშაობს ხსენებული ტექნიკის დაძებვნის და ამ დანაშაულში ჩართული პირების დადგენის მიზნით რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი.
აქვე მოგახსენებთ, რომ პირადი საუბრების ჩანაწერის, მათ შორის ტექნიკური საშუალებით მოპოვებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერისუკანონო გამოყენება და გავრცელება მათ შორის მასმედიის საშუალებით წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს.“