
სავარაუდოდ, დღეს, რამდენიმე საათში “ნაციონალური მოძრაობა” საგანგებო განცხადებას გააკეთებს. კულუარული ინფორმაციით, განცხადების გაკეთების აუცილებლობა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მერიის თანამშრომლები დააკავეს.
ჯერ კიდევ 27 ივნისს, დილით მომხდარი დაკავებების შემდეგ დავით ბაქარაძემ განაცხადა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაკეთდებოდა, მაგრამ დაკავებულთა გათავისუფლების გამო ამ განცხადების გაკეთება აღარ გახდა საჭირო.
“აფხაზეთის ხმის” ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში დილის საათებამდე იმყოფებოდნენ პარტიის ლიდერები და საპარლამენტო უმცირესობის წევრები.
არაა გამორიცხული, ნაცმოძრაობამ საერთოდ უარი თქვას პარლამენტის სხდომებში მონაწილეობაზე. ასევე კულუარული ინფორმაციის მიხედვით, საუბარია რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირის გადადგომაზეც.