
ტელეკომპანია "პირველის" ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში 82 წლის მამაკაცი და 80 წლის ქალი, გამთენიისას დააყაჩაღეს.
დამნაშავეებმა მოხუცები სასტიკად აწამეს და 2500 ლარი წაიღეს. ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მამაკაცს ნეკნები აქვს მოტეხილი და იგი რეანიმაციაშია მოთავსებული.. ქალს კი სახის არეში აქვს ჭრილობა
მიყენებული.