
დუშეთში, სოფელ ჭოპორტში კაცმა ოჯახის წევრები მოკლა.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი დადგენილია და მიმდინარეობს საგამოძიებო
მოქმედებები მის დასაკავებლად.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა საკუთარი დედა და და სანადირო თოფით მოკლა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ"
და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრებისა და
ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს, რაც 16-დან 20 წლამდე და ან უვადოდ თავისუფლების
აღკვეთით ისჯება