
ცოტა ხნის წინ ავარია მოხდა თბილისის შემოსასვლელთან. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით,
ჯიპის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კლდეს შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, რომლებიც ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
ადგილზე მობილიზებულია საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტი და საპატრულო პოლიცია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით
მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას
გულისხმობს.