
3 წლის ბავშვის დაჭრის საქმეზე დაკავებულს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. ქალი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. ნათია პაჭკორიას თქმით, რა მუხლით წარედგინება ბრალი დაკავებულს, პროკურორის დადგენილების გამოტანის შემდეგ გახდება ცნობილი.
დაჭრილი 3 წლის ბავშვის მდგომარეობა კი სტაბილურია,თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის გაწერენ საავადმყოფოდან.
პოლიციამ 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული 28 აგვისტოს დააკავა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები 27 აგვისტოს საღამოს მიაყენეს.