
დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტერესების დამცველებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას განცხადებით მიმართეს. ადვოკატები ამ გადაწყვეტილებას დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობით ხსნიან.
"დეკანოზის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 6 თვეზე მეტია, რაც მარჯვენა ხელსა და ფეხს ვერ ამოძრავებს. ჩვენ ასევე მივმართავთ საქართველოს საპატრიარქოსა და მის ხელმძღვანელს, უწმინდეს ილია მეორეს, რათა იშუამდგომლოს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე შეწყალებასთან დაკავშირებით", - განაცხადა დეკანოზ მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.
გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს.
წყარო:imedinews.ge