
ოზურგეთში ახალშობილი თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს, - ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური
ავრცელებს.
უწყების ცნობით, ოზურგეთის საავადმყოფოში მშობიარობის შემდგომი გართულებებით ახალგაზრდა ქალი შეიყვანეს, რომელსაც ჩვილი თან არ ჰყავდა. ამიტომ, ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები ახალგაზრდა ქალის საცხოვრებელ ადგილზე მივიდნენ და ჩვილი თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს.
ახალშობილი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ამიტომ პოლიციელებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე გამოიძახეს.
სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 19-112- ე მუხლით მიმიანარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს