
სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო სხდომა დღეს
გაიმართება.
სხდომა 5 აგვისტოს, 13:00 საათზეა ჩანიშნული.
მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით
სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს, ხოლო 6 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.