
ბათუმში, საშაურმეში უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოს მოქალაქე დაჭრა.
შემთხვევა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
“ბათუმელების” ინფორმაციით, საშაურმეს თანამშრომელი, რომელიც ინციდენტს შეესწრო ყვება, რომ ტერასაზე ერთ მაგიდასთან რამდენიმე ქართველი ბიჭი იჯდა. მათ გვერდით ისხდნენ უცხოელები. მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო, რაც შემდეგ კონფლიქტში გადაიზარდა. ამ დროს უცხოელმა დანა ამოიღო და ახალგაზრდა კაცი ფეხში დაჭრა.
დაჭრილი პირი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა ფეხის არეში დაზიანებებით.
ადგილზე უკვე იმყოფებოდა პოლიცია.