-
2019-08-03 17:20
უკრაინაში დაკავებული საქართველოს მოქალაქე, თბილისში ჩადენილი მკვლელობის საქმეზე
იძებნებოდა.
უკრაინის ერონული პოლიციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებულს
რვა წლის განმავლობაში საერთაშორისო მასშტაბით ეძებდნენ.
35 წლის მამაკაცს, რომლის სახელ და გვარს უკრაინის ნაციონალური პოლიცია არ ასახელებს, საქართველოს
პოლიცია 2005 წელს, თბილისში ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობის საქმეზე ეძებს. 8 წლის წინ მისი სახელი და
გვარი ინტერპოლსაც გადაეცა. ის უკრაინაში ყალპი პასპორტით იმყოფებოდა.
სამართალდამცავებმა დაკავებული სპეცრაზმის დახმარებით აიყვანეს.