
ვარკეთილში შუახნის კაცი ცივი იარაღით მოკლეს. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 1973 წელს დაბადებულმა ჭ.წ-მ შურისძიების ნიადაგზე,
ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - ვ.ვ-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი
საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
საქმეზე გამოძიება 19-108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.