-
2019-08-02 11:19
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი სერტიფიკატის დამზადება-გასაღების ფაქტზე პროფესიული სასწავლებლის დირექტორი დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მან 950 ლარად გაასაღა სამედიცინო განათლების მიღების დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-3 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღებას გულისხმობს.
აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.