
ოქრუაშვილის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებს.
მისი თქმით, თავდაცვის ყოფილი მიმისტრის პატიმრობაში დატოვების რეალური საფუძველი არ არსებობს.
ის იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო საჩივარს დააკმაყოფილებს.
შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა 27 ივლისს შეეფარდა. ის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს.