
ორი ე.წ. კანონიერი ქურდი კიევიდან, ორი კი სანკტ-პეტერბურგიდან, უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, საქართველოში დეპორტაციას დაექვემდებარება. უკრაინულ და რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამშობლოში იძულებით დაბრუნება მოუწევთ "კუწუს", "ხმელოს", "ჭიას" და "კახელ ზურას".
ამასთან, "კუწუ", იგივე გიორგი ლობჟანიძე და "ხმელო", იგივე გია ხმელიძე უკრაინელმა პოლიციელებმა კიევში დააკავეს, ხოლო ლაშა ბარათელი, იგივე "ჭია" და სერგო ცოცხალაშვილი, იგივე "კახელი ზურა" რუსმა სამართალდამცველებმა სანკტ-პეტერბურგში აიყვანეს.