-
2016-07-02 19:17
კიევის ნაციონალურმა პოლიციამ კიევთან ხლოს მდებარე რესტორანში ე.წ. კანონიერ ქურდთა სხოდკა აღკვეთა. ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებული პირები კიევსა და მიმდებარე დასახლებებში გავლენის სფეროების გადასანაწილებლად იყვნენ შეკრებილნი.
"სხოდკას" წინ უძღოდა ინტერვიუ კიევის პოლიციის უფროსთან ანდრეი კრიშენკოსთან, რომელიც ამბობდა, რომ ბოლო დროს "კანონიერებმა" კიევი ამოიღეს მიზანში, ამას კი ოდესაში მათი შევიწროვებით ხსნიდა.
კიევის მიმდებარედ, რესტორანში დაკავებულ კრიმინალურ ავტორიტეტთა შორის ორი საქართველოს მოქალაქეა: "კუწუ", იგივე გიორგი ლობჟანიძე და "ხმელო", იგივე გია ხმელიძე.
რესტორნიდან სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ფული და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, სავარაუდოდ, დეპორტაციას დაექვემდებარებიან.



