
სიღნაღში, საოჯახო სასტუმროში ცეხი ტურისტი გააუპატიურეს - ტურისტმა განცხადებით პოლიციას მიმართა, მას კი სამედიცინო დახმარება დასჭირდა. რაც შეეხება თბილისში, მრგვალ ბაღთან მომხდარ ინციდენტს, ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.
შემთხვევა სიღნაღში, საოჯახო სასტუმროში მოხდა. დამატებითი დეტალები ამ დრომდე ცნობილი არ არის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაუპატიურების შესახებ განცხადება თავად სასტუმროს მეპატრონეებისთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა. ახალგაზრდები, დაზარალებული ტურისტის ჩათვლით, წინა საღამოს არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, დილით კი ტურისტმა პოლიციას მიმართა. სავარაუდოდ, მას ექსპერტიზა ჩაუტარდება.
ინციდენტი მოხდა ასევე თბილისში, მრგვალ ბაღთან, სადაც მამაკაცმა, ვისი ვინაობაც არ სახელდება, ტაქსისტი სახეში დაჭრა. კონფლიქტს წინ უძღოდა შელაპარაკება, თუმცა, დანაშაულის მოტივი უცნობია. პოლიციამ ეჭვმიტანილი ვაკეში, ცხელ კვალზე დევნის დროს აიყვანა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.