-
2014-10-16 11:34
გოგონა იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში რუსთავიდან მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს და რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა.
არსებული ინფორმაციით, სოკოს ინტოქსიკაციით იაშვილის კლინიკაში ქარელის რაიონიდან 10 და 12 წლის ძმები არიან მოთავსებული.
სოკოთი მოწამვლის მასობრივი შემთხვევა რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში რამდენიმე დღის წინ მოხდა.
სულ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსთავში ჯგუფური მოწამვლის 12 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა შემთხვევაში სოკო მოსახლეობამ ტყეში დაკრიფა.