
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით დარჩიაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„მთავრობა ამ ყმაწვილკაცის მეთაურობით, რომლის უკანაც ჭარმაგი პატარა კაცი დგას, დაკავებულია იმით, რომ მალავს კრიმინალის რეალურ სტატისტიკას, მაგრამ შუბი ხალთაში მაინც არ იმალება.
ეს არის სტილი, რომელიც გამორიცხულია, ავტორიტარული და უდღეური რეჟიმების გარდა, ვინმეს ახასიათებდეს.
აუცილებლად, ეს ყველაფერი, მთელ ქვეყანას ცუდად დაუმთავრდება“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.