
„ნიჭიერის“ მეხუთე სეზონის პირველი გადაცემა 27 ოქტომბერს გავა ეთერში.
მანამდე კი ფილარმონიაში დიდი მხიარულებაა.
პროექტის მონაწილეებს ლევან წულაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ია ფარულავა და ნიკა გვარამია შეაფასებენ. წამყვანები ვანიკო თარხნიშვილი და გიორგი ყიფშიძე არიან.
კურიოზები არც ამ ახალ სეზონს აკლია.
სცენაზე გამოსულმა ეპატაჟურად და სექსუალურად ჩაცმულმა ახალგაზრდა ბიჭმა ხმამაღლა გამოაცხადა როიალზე ცოცრით უნდა დავუკრაო (ცოცარი ძველქართულად მამაკაცის სასქესო ორგანოს ნიშნავს).
ჟიურის ყველა მონაწილემ ცალ-ცალკე ჰკითხა ცოცარის მნიშვნელობა ტომასს, რომელმაც გვარი არ გაგვიმხილა.
დაიწყო მუსიკა და აცეკვდა შავი ტყავის შარვალში გამოწყობილი ახალგაზრდა. ჯერ ქუდი მოიხადა, მერე თეთრი პერანგი შემოიხია და სტრიპტიზის ცეკვა დაიწყო. ბიჭი როიალთან მივიდა, შარვალი გაიხდა, ორივე ხელი მაღლა ასწია და…როიალის ხმა გაისმა.
არ ვიცი ვინმემ დაიჯერა თუ არა, როიალს ამოფარებული ტომასი კლავიშებზე ცოცრით რომ უკრავდა, მაგრამ სანახაობა აშკარად გამოუვიდა. თუმცა ტომასის გამოჩენამ აშკარა აგრესია გამოიწვია მაყურებელში, ბიჭს ცემითაც კი ემუქრებოდნენ, დარბაზში მსხდომი მამრობითი სქესის წარმომადგენლები.
„რეიტინგი“