
მას შემდეგ, რაც ნაციონალმა პარლამენტარმა განაცხადა, რომ თამაზ თამაზაშვილის დის შვილის, ზვიად ჯანყარაშვილის შენახვა 1 წლის განმავლობაში ბიუჯეტს 130 603 ლარი დაუჯდა, ნადირაშვილის დის სახელფასო განაკვეთი გამოითხოვეს.
ამის შესახებ ირმა ნადირაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„გუშინდელი ბრიფინგის შემდეგ ჩემი დის სახელფასო განაკვეთი გამოითხოვეს:)) ჯანყარაშვილო: ჩემმა დამ ერთ წელიწადში 10 000 ლარი მიიღო, უფრო ცოტა, ვიდრე თქვენ ერთ თვეში იღებთ.
მან 13 წელი უნდა იმუშაოს, რომ 130 000 ლარი მიიღოს, თქვენი ერთი წლის შემოსავალი. პენსიონერს 130 000 ლარის მისაღებად 72 წელი სჭირდება.
p.s. ჰაკიმ: ორშაბათს თქვენი დასაქმებული ნათესავების ახალი სიის პრეზენტაციას ვაპირებ. მხიარულ weekend-ს გისურვებთ:)))", - წერს ირმა ნადირაშვილი.
ცნობისთვის: ირმა ნადირაშვილის თქმით, 1 წლის განმავლობაში თამაზ თამაზაშვილის დის შვილის შენახვა ბიუჯეტს 130 603 ლარი დაუჯდა. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც ბიუჯეტი გარღვეულია, როდესაც იღებენ ძალიან ძვირ ვალს იმისთვის, რომ სოციალური ვალდებულებები შეასრულონ.
საგულისხმოა კიდევ ერთი დეტალი, რომ ზვიად ჯანყარაშვილის ოჯახის ყველა წევრმა 2013 წლიდან მუშაობა დაიწყო საჯარო სამსახურში. ყველა ადამიანმა, ვინც ეძებს სამსახურს, უნდა იცოდეს, რომ სამსახურს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიიღებს, რადგან საქართველოს მართავს თამაზაშვილ-ღარიბაშვილის კლანი და სამუშაო ადგილებიც და მაღალი ხელფასიც არის მათთვის.