
ხონი-წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვართან, მდინარე გუბისწყალიდან სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ქალის ცხედარი ამოიყვანეს.
თავდაპირველად არ კონკრეტდებოდა, ქალი მდინარეში თვითმკვლელობის მიზნით გადახტა, თუ მკვლელობას ქონდა ადგილი.
მოგვიანებით კი, ოფიციალურად დადასტურდა, რომ მოხდა მკვლელობა და ცხედარი მდინარეში კვალის დაფარვის მიზნით იყო გადაგდებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რამდენიმე დღის წინ დაიკარგა ქალბატონი და მისი სამძებრო სამუშაოები დაიწყო.
„სამძებრო სამუშაობის მიმდინარეობისას გამოვლინდა პირი, რომელმაც დაკარგული ქალბატონის მკვლელობა აღიარა და სამართალდამცველებს მიუთითა ის ადგილმდებარეობა, სადაც ცხედარი ეგულებოდა. მაშველების მიერ ცხედარი მდინარე გუბისწყლიდან იქნა ამოყვანილი“, - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
გარდაცვლილი ფოთელია იყო და ქუთაისში, გელათის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდა. მას ორი შვილი დარჩა.