
მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარე ანდრო ბარნოვი ექსპრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღებას ცინიზმს უწოდებს.
„მილიარდელი ივანიშვილი აყადაღებს მიშას ბებიის 500 კვადრატს რაიონში, მისი დედის 12 წლის მანქანას და 80 კვადარტს საცხოვრებელ ფართს თბილისში.
აი, ამაზეა ლაპარაკი.
ძალიან სამწუხარო და სასაცილოა ის სიტუაცია, რაც ქვეყანაშია.
ეს არის ცინიზმი“, - განაცხადა ანდრო ბარნოვმა „პირველ რადიოსთან“.