
გორის ცენტრში, 27 ივნისს, ღამით პატრულის უფროსს მალხაზ კასრაძესა და მოქალაქეს შორის ინციდენტი მოხდა. ამის ამსახველი ვიდეო მასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გადაიღო.
გორში მცხოვრები გოჩა მაისურაძის დედა საპატრულო პოლიციის უფროსს ავტოსაგზაო შემთხვევის გამოძიების სასურველი შედეგით წარმართვაში ადანაშაულებდა. თიბისი ბანკის ოფისის წინ ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა.
ერთ-ერთმა მონაწილემ დასახმარებლად პატრულის ხელმძღვანელობა გამოიძახა. ავტომანქანების შეჯახების შემდეგ ადგილზე პატრულის თანამშრომლები მივიდნენ, დაიწყეს ნახაზების შედგენა. გოჩა მაისურაძე ამბობს, რომ ნახაზების მიხედვით პატრულის თანამშრომლები ამბობდნენ, რომ მართალი იყო.
,,ამ დროს მეორე მანქანის მფლობელმა, რომელსაც მანდილოსანი მართავდა, დარეკა ტელეფონზე და ეხლავე გაჩვენებთ ვინაა მართალიო. მოვიდნენ შავი მერსედესით ნასვამები, ერთ-ერთი მაღალი ნასვამი იყო და პირდაპირ დაგვიწყეს საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ვიყავით მტყუანები. დედაჩემს ერთ-ერთმა მათგანმა ყელში წაუჭირა” – ამბობდა გოჩა მაისურაძე.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი