-
2014-06-28 12:35
შს სამინისტროს ცნობით, კახეთში საკუთარი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული მამაკაცის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით (გარყვნილი ქმედება) აღიძრა.
გავრცელებული ინფორმაციით, საჩივარი პოლიციაში გოგონას დედამ შეიტანა. 15 წლის არასწრულწლოვანი გარყვნილ ქმედებაში მამას ადანაშაულებს.
როგორც ირკვევა, გოგონას მშობლები რამდენიმე წელია ერთმანეთს დაშორდნენ და მამას სხვა ოჯახი აქვს.
მოზარდის დედინაცვალი აცხადებს, რომ ბავშვი ცრუობს. ეჭვმიტანილი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
http://kvira.ge/?p=45861