
ერეკლე ჯაფოშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ერთ სევდიან და სახასიათო ისტორიას აქვეყნებს:
"ეს მოხუცი კაცი 80 წლისაა,მას ყოველ დილით მიაქვს საუზმე და თავისი ხელით აჭმევს მეუღლეს რომელიც მოხუცთა სახლში ცხოვრობს. ერთხელ ვკითხე:
- რატომ არის თქვენი მეუღლე მოხუცთა სახლში?
- ალცჰეიმერით არის დაავადებული და ვერ შევძელი მისი მარტო მოვლა, - მიპასუხა მან, - და თან იმდენი თანხა არა მაქვს, მეც მასთან ერთად რომ ვიცხოვრო მოხუცთა სახლში...
-თქვენი მეუღლე ინერვიულებს, ყოველ დილით რომ არ მოხვიდეთ და საუზმე არ მოუტანოთ?!
-მას აღარაფერი აღარ ახსოვს!...ისიც კი აღარ ახსოვს მე ვინა ვარ!...უკვე ხუთი წელია რაც ვეღარ მცნობს...
- რა საოცარია... მიუხედავად იმისა, რომ ვეღარ გცნობთ, თქვენ ყოველ დილით აქა ხართ!...
მოხუცმა სევდიანად გამიღიმა, თვალებში ჩამხედა და მითხრა:
-სამწუხაროდ, მას არ ახსოვს, მე ვინა ვარ, მაგრამ მე ხომ მახსოვს, ის ვინ არის!..."