იუნა შაფათავა ვირტუალური და რეალური პროსტიტუციის მემდევრებს აფრთხილებს

Image

სკანდალური ტელეწამყვანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ მისი სახელით სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ადამიანები ვირტუალურ და რეალურ პროსტიტუციას ეწევიან, აბამენ ნაცნობობას, ესაუბრებიან, ნიშნავენ შეხვედრებს, სთავაზობენ სხვადასხვა სახის სექსუალურ მომსახურებას და ა.შ.

 

 

„არანაირად არ ვაპირებდი ამის სერიოზულად მიღებას, მაგრამ ისეთი არაერთი შემთხვევა გავიგე, რომ იძულებული ვარ, მოგმართოთ და გაგაფრთხილოთ: არ მიყვარს სისტემა, მაგრამ იძულებული ვიქნები, მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს, რომ აღმოიფხვრას ასეთი უსიამოვნო ფაქტები და ყველა ასეთი „ბიზნეს“ ქალბატონი თუ მამაკაცი, თუ ჯგუფები, რომლებიც ახორციელებენ ამ ქმედებებს, მოხვდებიან სამართალდამცავების მიერ პასუხისგებაში, გადაიხდიან შესაბამის ჯარიმებს და მათ მიმართ გამოყენებული იქნება ყველა ის ინსტრუმენტი თუ სანქცია, რომელსაც ფლობს კანონი, კონკრეტულ შემთხვევებში.

 

ასევე ეს ეხება იმ არაოფიციალურ გვერდებს და ცალკეულ პიროვნებებს, რომლებიც ვაჭრობენ ჩემი სახელით და ავრცელებენ ფოტოებს და ვიდეოებს შეურაცხმყოფელი წარწერებით, შემოსავლის მისაღებად თუ მხოლოდ თქვენთვის ცნობილი მიზნის მისაღწევად. შეურაცხყოფა, ცილისწამება, სხვისი სახელით გამოსვლა, განცხადებების გაკეთება თუ გარიგებების გაფორმება ისჯება კანონით.

 

იუნა შაფათავა არ არის ბრენდი, მაგრამ ეს არის ჩემი სახელი და მე მას დავიცავ ყველა ჩემს ხელთ არსებული საშუალებით. რაც არ უნდა შემექმნა, ჩამეწერა, დამეწერა, მესაუბრა მე გუშინწინ, გუშინ და ვქმნი დღეს, მხოლოდ ჩემი საკუთრებაა, სახელის ლიცენზიის არსებობის ან არარსებობის მიუხედავად და საკუთარი სახელის გამოყენებაზე და საკუთრებაზე ყველა ადამიანს გააჩნია უფლებები.

 

კი ბატონო, გაავრცელეთ, რაც საჯაროა, მაგრამ შეურაცხყოფის ნებისმიერი ფაქტი დაისჯება შესაბამისად, გაითვალისწინეთ. ასევე, თავი შეიკავეთ კომენტარებში მტკიცებულებებისგან ჩემს სპეციალიზაცი-ებ-ზე - პროსტიტუციით რომ ვიყო დაკავებული, სიამოვნებით მე თვითონ გამცნობდით ჩემს ახალ პროფესიას, მარკეტინგი და პიარი ბევრზე უკეთ მესმის.

 

დადასტურებით ვიცით ყველამ, რომ პროსტიტუცია ძალიან სარფიანი ბიზნესია საქართველოში და ფეხით მოსიარულეს ნამდვილად ვერ მიხილავდით ამ შემთხვევაში, ვერც საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ზემოხსენებული ინფორმაცია არ ეხება ფან ფეიჯებს და ჩემი შემოქმედებითი კარიერის თუ ცხოვრებისეული წარმატებების მხარდამჭერებს და კეთილისმსურველებს.

 

ძალიან მალე სახელზე გავაფორმებ ლიცენზიას და შემდეგ უკვე საქპატენტი დაგეკონტაქტებათ, სიამოვნებით და ყველა ხარჯს თქვენვე დაგაკისრებთ, ისევე, როგორც ამას გააკეთებენ სამართალდამცავი ორგანოები,“ - წერს იუნა შაფათავა.

 

 

https://www.facebook.com/yuna.shapatava?fref=nf

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !