„ბავშვი ამბობდა, მაგიდიდან და კარადიდან ჭურჭელი ცვივა და მწვანე პატარა კაცი მელანდებაო“

Image

რუსთავში, ფოჩხუების ბინაში, გაურკვეველი მიზეზით თავდაპირველად, ნივთები 25 მაისს აალდა, ბოლოს კი 3 ივნისს. ძლიერი ხანძრის შედეგად, თითქმის მთელი ბინა დაიწვა.

 

 

როგორც ამბობენ, მხოლოდ ის ოთახი გადარჩა, სადაც ხატები ესვენა. ოჯახის წევრების მონაყოლით, ოთახში არავინ იყო და ხანძარი თავისით ჩნდებოდა. ამჟამად, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი დიასახლისის - მადონას მშობლებთან ცხოვრობს, „მისტიკური“ ბინა კი დალუქულია და ექსპერტები მუშაობენ...

 

ჟურნალ „გზასთან“ საუბარში ფოჩხუების კარის მეზობელი ბესიკ სულაშვილიაცხადებს, რომ ათეისტია და ყველაფერს არასერიოზულად იღებდა, მაგრამ ამ ბოლო დროს აზრი შეიცვალა.

 

„ჩემმა ქალიშვილმა მითხრა, - თავად ვარ მომსწრე, როცა იქ რაღაც-რაღაცები თავისით იწვებოდა, ნივთებს ცეცხლი ეკიდებოდა, განსაკუთრებით - ფარდებს, „საროჩკებს“, კაბებსო... არ მჯეროდა, რასაც ყველა ლაპარაკობდა...“

თამარ შანიძე, მეზობელი:

- გვერდით სადარბაზოში ვცხოვრობ. ფოჩხუების ბინაში ცეცხლი უკვე 3-ჯერ გაჩნდა. პირველად ბავშვი ამბობდა, - მაგიდიდან და კარადიდან ჭურჭელი ცვივა და მწვანე პატარა კაცი მელანდებაო.

 

დედა არ უჯერებდა - ბავშვის ფანტაზიის ნაყოფი ეგონა. ჯერ ცეცხლი ბალიშს, უჯრას, ოთახებს უჩნდებოდა. ბოლოს უკვე ბევრი რამ დაიწვა, ოღონდ - ხატების ოთახს ცეცხლი არ გასჩენია. მერე ადგნენ და საცხოვრებლად მადონას დედასთან გადავიდნენ. თურმე, იქაც ბავშვს დღეს ფეხსა და ხელებზე ცეცხლი წაჰკიდებია...

 

წინათ, ბავშვს „ამოუცნობი“ არ ერჩოდა, ახლა მასაც ერჩის. გუშინ ღამით კი, მადონას მშობლების სახლში, სადაც ცოლ-ქმარ ფოჩხუებს ეძინათ, ფარდა 3 ადგილას ამომწვარა...

 

 ზოგი ამბობს, - „დამავოიაო“. რაღაც ამოუხსნელი მოვლენები ხდება. მამაოებიც ჰყავდათ მოყვანილი, რომლებმაც თქვეს, - ამის ახსნა ჩვენს ძალებს აღემატებაო. ბედს მინდობილები ვართ.

 

 

 

 

„გზა“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !