
ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, ეკა ხოფერიას საავტორო გადაცემაში ირინა ონაშვილმა ბავშვობა გაიხსენა, შემდეგ კი ოჯახზე და დაახლოებით ერთი წლის წინ მათ ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, ლადო ვარძელაშვილის სახლში, იარაღის კოლექციის თვალიერებისას შემთხვევითი გასროლის შედეგად ლადო ვარძელაშვილის მეგობარი გარდაიცვალა.