-
2014-06-11 18:26
ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში მომღერალმა აღნიშნა, რომ ექიმებმა გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს.
მისი საფრანგეთში გამგზავრების შემდეგ ყველას ეგონა, რომ მომღერალი, რომელსაც ხალხმა 90 ათასი ლარი აჩუქა, გამოჯანმრთელებული დაბრუნდებოდა. თუმცა კვალიაშვილი თავს ისევ ცუდად გრძნობს, სიმღერა აღარ შეუძლია და სახლშია გამოკეტილი.
„ბოლო წლებში ძალიან შემეშალა ხელი სიმღერაში, ვერ ვსუნთქავდი და როგორ უნდა მემღერა? ბოლოს, ფილარმონიაში რომ გამოვედი, დექსამეტაზონი გავიკეთე კულისებში, რადგან ვეღარ ვსუნთქავდი. იმდენი მახველა, სცენაზე ძლივს გამომიყვანეს, ახლა კი ავრცელებენ ხმებს, მშვენივრად არის კვალიაშვილი, კარგად გამოიყურება და არაფერი სჭირსო.
ცხოვრებაში ტყუილი არ მითქვამს! ახლა ამბობენ, რომ ამდენი თანხა რაც ხალხმა გადმომირიცხა, არ მჭირდებოდა და ა. შ. როგორ არ რცხვენიათ ვერ ვხვდები. ამ დაავადებას საერთო არაფერი აქვს იმ სკლეროზთან, რაღაცები რომ ავიწყდებათ.
ეს არის ანთებითი კერა ტვინზე. ამ წუთას დიდი ანთებითი კერა მაქვს ტვინზე და ისე ვარ, რომ სიარული მიჭირს,“ - აცხადებს ეკა კვალიაშვილი.
„სარკე“