
აღნიშნულის თაობაზე რეპერმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია. მეგობრებმაც მისი გაბედნიერების შესახებ „ფეისბუქის“ გვერდიდან შეიტყვეს. გვანცა ახალ კლიპზე მუშაობს და იფიქრეს, რომ ეს „პოსტიც“ პიარის ნაწილი იყო.
„რეიტინგთან“ საუბარში გვანცა ბაგრატიონმა ინფორმაცია დაადასტურა.
„ჯერ ქორწილი არ გვქონია. გეგმაშია და საიდუმლოდ ვინახავ ვინ არის ჩემი რჩეული. მას არ სურს გამოჩენა, ერიდება მასმედიას. საკმაოდ ცნობილი ადამიანია...
ახალ კლიპს პიარი არ დაჭირდება. ისედაც გაპიარდება. მითუმეტეს ქორწილი სხვა თემაა და კლიპი სხვა... ქორწილს ვგეგმავთ ახლო მომავალში,“ - განაცხადა მან.
http://www.reitingi.ge/top-news/2301-gvanca-bagrationi-gathkhovda-qortsili-skhva-themaa.html?lang=ka-GE