
„რუსთავი 2“-ის ეთერში კახი კალაძის მიერ ნინო ბურჯანაძის მისამართით გაკეთებულ განცხადებას სოციალური ქსელში ბურჯანაძის უმცროსი, ვაჟი რეზიკო ბიწაძე გამოეხმაურა.
„კახი! ვის არ მოუკითხავს ხალხი 26 მაისს?! 17 წლის ასაკში ზონა-ზონა „პერედაჩებზე“ რომ დავრბოდი ფეხით (ეს მარტო მე), ვინ მყავდა ცოცხალი, ვინ მკვდარი, წესიერად არც ვიცოდი!
რა გალაპარაკებს ამდენს, რომ დაგვიჭირეს და გადაგვიარეს, მაშინ, შენ არმანის ნიფხავში წამოგორებული იღებდი სურათებს იტალიაში! სპეცრაზმმა გამოიყვანა ბურჯანაძეო, სააკაშვილის გარდა არავის არ უთქვამს ეგ სისულელე და იმანაც ერთხელ და მეორედ ვეღარც გაიმეორა.
ბოლოს და ბოლოს რამდენიმე ასეულმა კაცმა უყურა მარტო, ჩვენი მხრიდან ვინ როგორ გამოვიდა. მის ადგილზე ეჭვი მაქვს ტირილით გამოვარდებოდი იქედან. ვიცე-პრემიერი ხარ, კანავაროსთან ერთად კი არ ხარ იახტაზე, რომ ჭორაობ ორღობის დედაკაცივით,“ - წერს რეზიკო ბიწაძე.
შეგახსენებთ, რომ კახა კალაძის თქმით, 2011 წლის 26 მაისს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნინო ბურჯანაძეს კორიდორი გაუკეთა და ისე დაატოვებინა რუსთაველი. ბურჯანაძე კი ისე გაიქცა, დაზარალებულებს ყურადღებაც არ მიაქცია.
http://www.reitingi.ge/top-news/2302-nino-burjanadzis-shvili-kakhi-kaladzes-mimarthavs-qarmanis-nifkhavshi-tsamogorebuli-ighebdi-surathebs-italiashi.html?lang=ka-GE