
ეკა კვესიტაძის გადაცემაში "განსხვავებული აქცენტები" გახმაურებული საქმეების გარდაცვლილ მოწმეებზეა საუბარი.
გადაცემის ავტორი სვამს შეკითხვას - შეიცვლებოდა თუ არა მათი ბედი, დახურულ ოთახებში გამომძიებლისთვის მიცემული ჩვენებების ნაცვლად, ჩვენება რომ სასამართლოსთვის მიეცათ, ანუ, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, "ქართულ ოცნებას" რომ დაპირება შეესრულებინა და მოწმეთა დაკითხვის წესი შეეცვალა.