
რამდენიმე წუთის წინ ვაჟა-ფშაველას გამზირზე სროლის ხმა ისმოდა. ინფორმაციას –ინფორმაციას ექსკლუზიურად ,,ზონა ნიუსი“ ავრცელებს და დასძენს, სავარუდოდ, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.
დამატებითი ინფორმაცია ინციდენტის მონაწილეებისა და იმის შესახებ, თუ რა უძღოდა წინ სროლას, ამ დრომდე არ ვრცელდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. გამოცემის ცნობით, დაჭრილების რაოდენობა და მათი მდგომარეობა ამ წუთისთვის ცნობილი არ არის.