
ლეგენდარული პელეს ვაჟიშვილი - ედსონ ნასიმენტო, მეტსახელად "ედინიო" 33 წელს ციხეში გაატარებს. ეს განაჩენი მას სასამართლომ ნარკობიზნესთან კავშირების დადგენის შემდეგ გამოუტანა.
თავის მხრივ, ედინიომ აღიარა, რომ ნარკოდამოკიდებულია, თუმცა, კატეგორიულად უარყოფს ნარკობიზნესთან მის კავშირს. შეგახსენებთ, რომ ანალოგიური ბრალდება ედინიოს 2005 წელსაც წაუყენეს.