
სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე პოლონური დრიფტის შესრულების დროს მაყურებელი მამაკაცი იმდენად აღფრთოვანდა მძღოლის ოსტატობით, რომ ტაშით მისი დაჯილდოება მოინდომა.
მამაკაცი სახიფათო ზონაში შევიდა, თან ტაშს უკრავდა, როცა მოახლოებულმა მანქანამ, მოულოდნელად, კუდი მოიქნია და საბარგულის მხრიდან დრიფტის მოყვარულ მამაკაცს დაარტყა. მამაკაცი მოტეხილობებით გადაიყვანეს კლინიკაში.