
რას ეძებენ ბავშვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ინტერნეტის მეშვეობით, რომელ გვერდებს სტუმრობენ და რას წერენ საძიებელ სისტემებში - „კასპერსკის ლაბორატორიის“ კვლევის შედეგები მაინცდამაინც დამაიმედებელი არ არის.
ლაბორატორიის კვლევის აღწერაში ნათქვამია, რომ ანალიზისთვის გამოიყენეს მოდული „კონტროლი მშობლების მხრიდან“, რის შედეგადაც დადგინდა, რომ რუსეთში ბავშვები ყველაზე ხშირად ეროტიკულ და პორნორესურსებს ეძებენ - მათზე 46% მოდის. მეორე ადგილზეა პორტალები ცეცხლსასროლი და სხვა სახის იარაღის შესახებ - 26%. მესამე ადგილზე აღმოჩნდა უცენზურო ლექსიკის შემცველი ინტერნეტრესურსები.
ამასთან, მაგალითად, იაპონიაში ბავშვები „დიდების ინრენეტრესურსებით“ ორჯერ მეტად ინტერესდებიან, ვიდრე რუსეთში, ხოლო აშშ-ში მცირეწლოვანი ბავშვები ხშირად სტუმრობენ საიტებს, სადაც ძალადობაა აღწერილი. ხოლო მექსიკა ლიდერობს კატეგორიაში „ნარკოტიკები“.