
დღევანდელ შეხვედრაში „ქუთაისის“ საკალათბურთო გუნდმა „დინამო“ 80:74-ით დაამარცხა. აღნიშნულის გამო თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს სუპერთასის შეხვედრა კალათბურთში არეულობით დასრულდა.
თავდაპირველად „დინამოს“ და „ქუთაისის“ გულშემატკივრებმა დარბაზში იჩხუბეს, შემდეგ კი არეულობამ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.
„დინამოს“ გულშემატკივართა განცხადებით, დაცვის სამსახურმა უფლებამოსილებას გადააჭარბა. საპირისპირო ბრალდებები ისმის სპორტის სასახლის ხელმძღვანელობის მხრიდანაც.