-
2014-05-31 22:13
41 წლის ბრიტანელი ჯეკ სიმკინსი საბერძნეთის ერთ-ერთი კლდიდან პარაშუტიტ გადმოხტა და იგი ლოდს გამოედო, შედეგად კი თავის გამონთავისუფლება ვერ შეძლო. თოკი სამი საათის შემდეგ გაწყდა და ექსტრემალი დაიღუპა, მანამდე კი ის თავის მეგობარ გოგონას ესაუბრებოდა ტელეფონით და იქეთ ამშვიდებდა.
შემთხვევა 2012 წლის ზაფხულში მოხდა. სიმკინსისი მეგობრები გაოცებულნი დარჩნენ ბერძენი მაშველების არაოპერატიულობით და მიიჩნევენ, რომ მათ, უბრალოდ, გულგრილობა გამოიჩინეს, როცა სამი საათის განმავლობაში თოკიც ვერ იპოვეს, რათა ექსტრემალისთვის გადაეგდოთ. მაშველებმა ვერც კლდეზე მცოცავების მოყვანა შეძლეს, რომელიც ბრიტანელ ტურისტამდე მიცოცდებოდა და დაეხმარებოდა.
ვიდეოზე სწორედ ის ადგილია გადაღებული, საიდანაც ექსტრემალები პარაშუტით ხტებიან.