
"შემოგვესიენ უკვე, პატრონი არ ჰყავს რუსთავს? ბალახი მაინც გაკრიჭოს ვინემ", - სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" რუსთაველები ქალაქის ცენტრში გეველების მომრავლებას უჩივიან.
რამდენიმე საათის წინ "ფეისბუქზე" რუსთავში, ერთ-ერთ საბბავშვო პარკთან ახლოს გადაღებული ფოტო გავრცელდა, სადაც, მოქალაქეების თქმით, პარკის ბალახმოდებული ტერიტორიიდან გზაზე გადმოცოცებული გველია გადაღებული. "უფრო მეტად პარკებს ეტანებიან, სადაც ბავშვები თამაშობენ", - წერენ "ფეისბუქში" რუსთაველები.