
ჩინეთში, ორი ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა, მას შემდეგ რაც მათ საპირფარეშოს ორმოში ჩავარდნილი მობილური ტელეფონის ამოღება სცადეს. ამის შესახებ The South China Morning Post წერს. ინციდენტი ხენიანის პროვინციაში მოხდა.
ქალს ახალი ტელეფონი ქუჩის საპირფარეშოში ჩაუვარდა, მისმა ქმარმა კი გადაწყვიტა ამ ტელეფონის ამოღება, რომელიც დაახლოებით 320 დოლარი ღირდა. თუმცა მალევე მამაკაცს სუნთქვა გაუჭირდა და გონება დაკარგა.
შემდეგ ორმოში მისი დედა ჩახტა, რომ შვილი გადაერჩინა, თუმცა მანაც ასევე დაკარგა გონება. ამის შემდეგ ორმოში თავად დამნაშავე ქალბატონი, მამამთილი და ორი მეზობელი ჩახტნენ.
დასახმარებლად მისულმა თანასოფლელებმა ორმოში თოკი ჩაუშვეს. საავადმყოფოში მისვლამდე ქალის მეუღლე და მამამთილი გარდაიცვალა, დანარჩენები კი მძიმე მოწამვლით საავადმყოფოში მოათავსეს. მოხერხდა თუ არა, ბოლოს და ბოლოს, ფეკალურ მასაში ჩავარდნილი ტელეფონის ამოღება, უცნობია.