
ვინ ვისთვისაა ჯარში - თავდაცვის სამინისტრომ ქართული არმიის ახალი სოციალური რეკლამა დაამზადა, რომელიც უკვე პოპულარული გახდა.
კლიპის მიხედვით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შეკითხვის შემდეგ: "რატომ ხართ ჯარში?!" - თავიანთი ოჯახის წევრების - შვილის, დედის, დის, ძმის სახელებს წარმოთქვამენ.